სახალხო პროექტი ჯეოსტარი 2006 სრულიად საქართველოსთვის!

ეს საერთაშორისო პროექტია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 22 ქვეყანაში ტარდება, შესაბამისად, ის სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი. საქართველოში ეს პროექტი ჯეოსელის მეშვეობით, ჯეოსტარის სახელით გახდა პოპულარული. “

რუსთავი 2”-ის და ჯეოსელის ერთობლივი პროექტი - 23 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს 22 საათზე “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერშია.

წელს ჯეოსტარის კონკურსანტების შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა. შესარჩევი ტური 6000 ადამიანმა გაიარა და მათგან 13 საუკეთესო აარჩიეს.

ჯეოსტარის პირობები უცვლელია; ყოველ კონკურსანტს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი აქვს მინიჭებული, რომელზეც ზარის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაშვებით, საშუალება გეძლევათ თქვენს ფავორიტს დაუჭიროთ მხარი.

გამარჯვებულია ის კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. გარდა ამისა, მონანაწილეების გამოსვლის შემდეგ თავის აზრს ჟიურიც გამოთქვამს (ნიკა მემანიშვილი, ნატო მეტონიძე, მარინა ბერიძე).

შოუს დუტა სხირტლაძე და ნანიკო ხაზარაძე უძღვებიან. მონაწილეების ვიზუალურ მხარეზე კი ლიზა ბაგრატიონი ზრუნავს.

მონაწილეები განლაგებულნი არიან ბოლო კონცერტზე მიღებული sms-ების მიხედვით



კოლაჟი 1
კოლაჟი 2
სასაცილო 1
სასაცილო 2
სასაცილო 3
“ხუჯაძე”
“ჰიმნი”

შეავსეთ თქვენი ბალანსი ფილარმონიის სალაროში - ყოველ ჩარიცხულ 5 ლარზე დასაჩუქრდებით 1 ბილეთით. ვინც ჯერ არ არის ჯეოაბონენტი, შეგიძლიათ ჩაერთოთ უფასოდ იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოში, სამაჩაბლოში, კახეთსა და თბილისში. დაუმესიჯეთ ან დაურეკეთ თქვენს ფავორიტს.