31 მარტი 2017,   04:32
ვრცლად
   GFK-ს კვლევა

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის“ დაკვეთით, კომპანია GFK Customs Research LLC -ის მიერ ხორციელდება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა. 

მაუწყებელი აქვეყნებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით:

. ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით_01.10.2016- იხილეთ ამ ბმულზე
 
. ინფორმაცია საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით_23.08.2016: 
 
საქართველოს ორგანული კანონის”საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50–ე მუხლის მე–5 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია

 

 

  1. თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 
  1. რომელ პარტიას უჭერთ მხარს?
  1. რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას?
  1. რამდენად მოსალოდნელია, რომ 8 ოქტომბრამდე აზრი შეიცვალოთ?
  1. როგორია თქვენი მეორე არჩევანი?
  1. მიეცით თუ არა ხმა 2012 წლის არჩევნებში?
  1. რომელ პარტიას მიეცით ხმა 2012 წლის არჩევნებში?
  1. რამდენად სამართლიანი იყო 2012 წლის არჩევნები?
  1. რამდენად სამართლიანი იქნება 8 ოქტომბრის არჩევნები?
  1. რამდენად ყურადღებით აკვირდებით საარჩევნო კამპანიას?
  1. შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?
  1. როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?
  1. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი?
  1. როგორ შეაფასებდით საქართველოს მთავრობის საქმიანობას?
  1. გსმენიათ თუ არა "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის შესახებ?
  1. ჩამოთვლილთაგან რომელი ასახავს უკეთესად თქვენს დამოკიდებულებას? 

საქართველოსორგანულიკანონისსაქართველოსსაარჩევნოკოდექსის51-მუხლისმე-11პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითდადგენილმოთხოვნებ

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა– GFK Customs Research, LLC

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი– შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა - იხილეთ ზემოთ.

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო -2-18 აგვისტო, 2016

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი – გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს.

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა - კვლევა ჩატარდა ხმის მიცემის უფლების მქონე ადამიანთა შორის (ამომრჩევლები), გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით, საქართველოს მასშტაბით.

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს - შედეგები ემყარება ამომრჩეველთა პასუხებს კითხვარებზე, რომელიც გამიზნულია ასახოს გამოკითხვაში მონაწილე თითოეული ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი კონკრეტულ საკითხზე.

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა -  36 %.

ვ.ი) შერჩევის ზომა -იხ. ზემოთ

ვ.კ) ცდომილების ფარგლები - + / - 2.1%

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე -