19 იანვარი 2017,   00:13
ვრცლად
   GFK Exit Poll

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის“ დაკვეთით, კომპანია GFK Customs Research LLC -ის მიერ ხორციელდება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

 მაუწყებელი აქვეყნებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვასთან დაკავშირებით:

 საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 50–ე მუხლის მე–5 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია:

            დამკვეთი (სახელწოდება და იურიდიული მისამართი) – შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2", სანდრო ეულის 5ა, თბილისი, საქართველო.

ალოკაციის მიზნით, გამოყენებულ იქნა შემდეგი ინფორმაცია: რესპონდენტის სქესი, ასაკი, განათლება; აგრეთვე, რესპონდენტის შეფასებით, ანკეტაში ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელი დგას ყველაზე მწვავედ ქვეყნის წინაშე და, მისივე აზრით, ქვეყანაში მოვლენები სწორი თუ არასწორი მიმართულებით ვითარდება (იხ. ანკეტა).