24 ივლისი 2016,   18:44
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ჩემი ამბიცია უკრაინაში არის ბევრად მეტი, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემი ამბიცია უკრაინაში არის ბევრად მეტი, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა," - ეს განცხადება ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, გადაცემა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ კითხვის პასუხად განაცხადა, გეგმავს თუ არა ის უკრაინის პრემიერ-მინისტრობას.   

სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ამბიცია "მთლიანად ახალი თამაშის წესების დამკვიდრება და პოლიტიკურ ელიტაში ახალი თაობის მოყვანაა". 

ის ამბობს, რომ უკრაინას ახლა იმავე გზის გავლა უწევს, რაც საქართველომ ვარდების რევოლუციამდე გაიარა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ხალხი გაერთიანდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს". ხვალიდან ის უფრო აქტიურ ქმედებებს იწყებს და რეგიონებში მოხახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.     

 "22 თებერვლიდან ვიწყებთ გასვლას და 22 დღეში უკრაინის 22 ქალაქში მექნება შეხვედრა," - ამბობს სააკაშვილი.  

დღის ამბები