29 მარტი 2017,   23:06
ვრცლად
უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში-რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს 

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს  მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ბარიერები იხსნება, თუმცა მოსახლეობას შენგენის ზონაში მოგზაურობის დროს იმ წესების მკაცრად დაცვაც მოუწევთ, რომელსაც ახალი რეგულაციები მოიცავს. წესების დარღვევა კი სერიოზულ სანქციებს ითვალისწინებს, მათ შორის 5 წლის ვადით შენგენის ტერიტორიაზე შესვლის უფლების აკრძალვასაც.

ევროპაში გამგზავრებას ვერ მოახერხებენ ვერც ის პირები, რომლებიც უკვე დეპორტირებული ან ნასამართლევი არიან შენგენის ნებისმიერ ქვეყანაში.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გადაადგილება პროცესის დასრულების შემდეგ ევროპის 30 ქვეყანაში იქნება შესაძლებლი, თუმცა  მესაზღვრემ საზღვარზე შესაძლოა რამდენიმე დოკუმენტი მოგთხოვოთ, მათ შორის ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი ან ინფორმაცია კერძო პირის შესახებ, სადაც რჩებით, დაზღვევა და გონივრული რაოდენობის თანხის დასტური, რომელიც სავარაუდოდ დღეში 50 ევროს არ აღემატება.

ადამიანებისთვის კი, რომელთა ოჯახებიც უკვე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება იმ ბარიერის გადალახვის საშუალებაა, რის გამოც ისინი ოჯახის წევრთა ნახვას წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ. გარდა ამისა უვიზო მიმოსვლა მოკლევადიანი მგზავრობისთვის საკონსულოებში 2 თვით ადრე საბუთების შეტანის, ვიზების რიგში დგომისა და დამატებითი ხარჯის ბარიერს მოხსნის.

ავტორი:სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები