26 აგვისტო 2016,   09:09
ვრცლად
სუხიშვილების ხორუმი რუსეთის საელჩოსთან

ამწუთებში თბილისში რუსეთის საელჩოსთან აქცია კონცერტი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის გათავისუფლებას ითხოვენ. 

თავისუფლება ნადიას! - ამ ლოზუნგებით აქციას რუსეთის საელჩოსთან სუხიშვილების წევრები მართავენ. აქციაზე იმყოფება თამარ ჩერგოლეიშვილიც. 

რამდენიმე წუთის წინ კი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სუხიშვილების მოცეკვავეებმა ცეკვა ხორუმი შეასრულეს.

ნადეჟდა სავჩენკო, მოსკოვის სასამართლომ რამდენიმე საათის წინ დამნაშავედ ცნო. რამდენიმე საათში კი ცნობილი გახდება რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე სასჯელთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას გაიზიარებს ნადია სავჩენკოს 23 წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები