26 თებერვალი 2017,   05:22
ვრცლად
ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. 2013 წელს 459 ფაქტი დაფიქსირდა, წელს კი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 982 შემთხვევაა გამოვლენილი. 

ჯამში ბოლო 4 წლის განმავლობაში 2 879 ფაქტი გამოვლინდა, აქედან გამოძიება დაიწყო 2 036 საქმეზე.

ბოლო რამდენიმე წელია შს სამინისტრომ წამოიწყო ახალი კამპანია, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. 

 

ოჯახში ძალადობა
Create line charts

იმ შემთხვევაში თუ გახდებით ოჯახში ძალადობის ფაქტის მოწმე, დარეკეთ 112–ზე ან ცხელი ხაზის ნომერზე 116 006.

დღის ამბები