26 თებერვალი 2017,   13:58
ვრცლად
ლარი უფასურდება - მთავრობაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლარმა დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ერთი დოლარის ღირებულება ბანკებში 2,43 ლარი ვალუტის გამცვლელ ჯიხურებში კი 2,41 ლარია.

მიუხედავად ამ გაუფასურებისა, ეროვნული ბანკი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი იმ ოფიციალურ მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა.

პანიკის საფუძველს ვერ ხედავს ვერც ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადური ლარის გაუფასურებას იმ მსხვილ ტრანზაქციას უკავშირებს, რომელზეც გვენეტაძის უწყება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ამახვილებდა ყურადღებას. საუბარია თიბისი მანკის მიერ ბანკ რესპუბლიკის ყიდვაზე.

ოპოზიციაში არ ფიქრობენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნაციონალური მოძრაობა ყურადღებას ეკონომიკაზე და ინვესტიციებზე ამახვილებს, რომელიც თუ არ გაიზრდება, უახლოეს პერიოდში ლარი, მათი ვარაუდით, გაუფასურებას კიდევ გააგრძელებს.

მთავრობამ კი, როგორც ცნობილი ხდება, საშინაო ვალი გადაჭარბებით აიღო. დაგეგმილი 200-ის ნაცვლად, ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, უკვე 211 მილიონია ნასესხები.

ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 4 მილიარდით გაიზარდა და წელს 12 მილიარდ ლარს შეადგენს.

ავტორი თეონა ცხომელიძე

 

ლარის გაუფასურება 2016 წელი
Create line charts
ამავე თემაზე
დღის ამბები