29 მარტი 2017,   23:05
ვრცლად
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი - საკონკურსო ფილმების ჩამონათვალში ქართული ფილმებიც მოხვდა

28 ნოემბერს კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი, ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის როზა ლუქსემბურგის ჩვენებით გაიხსნება. ფილმი ევროპაში მოღვაწე პოლიტიკური აქტივისტის, ფილოსოფოსისა და თეორეტიკოსის როზა ლუქსემბურგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, საკონკურსო ფილმების ჩამონათვალში, წელს ორი ქართული ფილმი მოხვდა.

ნინო ბასიალიას ანას ცხოვრებას ჟიურის წევრებთან ერთად, თბილისის კინო ფესტივალში დამსწრე საზოგადოება პირველად ნახავს.

წლევანდელი კინოფესტივალის ერთერთი მთავარი სექცია სწორედ პოლიტიკას და ამ თემაზე შექმნილ ფილმებს დაეთმობა.

მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალს 3 დეკემბერს ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი წამიყვანე სახლში დახურავს.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები