19 იანვარი 2017,   08:26
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეზე - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ესაუბრა

რუსთავი 2-სა და სხვა გახმაურებეულ საქმეებზე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ზაზა თავაძე გვიან ღამით დაბრუნდა საქართველოში.

როგორც მან კურიერთან განაცხადა, ჯანი ბუკუკიოსთან გახმაურებული საქმეების სამართლებრივი დეტალები არ განუხილავს. შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა იყო ასევე, როგორ მიმდინარეობს ბოლო პერიოდში სამართალწარმოების პროცესი, საკონსტიტუციო სასამართლოში.

თავაძე და ბუკიკიო საქართველოში ვენეციის კომისიის წარმომადგენლების ვიზიტზეც შეთანხმდნენ. ივლისში თბილისში ევროპის საკონსტიტუცო სასამართლოების კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება გაიმართება.

ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო კომისიაზეც გააკეთა კომენტარი. მან ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები