25 მარტი 2017,   05:58
ვრცლად
„ვერ ვიტყოდი რომ ჭიანურდება" - ზაზა თავაძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე

ზაზა თავაძემ რუსთავი 2-ის მიერ წარდგენილ სარჩელზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ-ჯერობით უცნობია.

თავაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლეები საქმის ხელახალ განხილვას მოითხოვენ, საქმეზე ზეპირი მოსმენა თავიდან ჩატარდება, თუმცა საკონსტიტუციო სასამრთლოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს პროცესს არ გააჭიანურებს.

„ვერ ვიტყოდი რომ ჭიანურდება, რადგან, გარდა ამ საქმისა, მესმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებით და ასევე სხვა ქეისებთან დაკავშირებით, რომელიც რუსთავი 2-თან მიმართებაშია, მაგრამ არსებობს სამართალწარმოების პროცედურები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ.

"ამ ეტაპზე არცერთ მოსამართლე არ დაუყენებია საკითხი, რომ საქმე გახსნილიყო და ხელახალი მოსმენა დაწყებულიყო. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ საქმეების განხილვა და რა თქმა უნდა, იმ პროცედურების დაცვით, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა,“ - აცხადებს ზაზა თავაძე. 

თავაძემ სხვა გახმაურებულ საქმეებზეც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სასამართლომ გადაწყვეტილებები დროულად მიიღოს.

დღის ამბები