29 მარტი 2017,   20:59
ვრცლად
აშშ-ს სურს, ნახოს მედიაპლურალიზმი ყველა ქვეყანაში - ბენჯამენ ზიფი რუსთავი2-ის შესახებ საუბრობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბენჯამენ ზიფი, რუსთავი2-ის საქმეზე საუბრობს. ამერიკელი დიპლომატი "განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს" უწოდებს ქვეყანაში მედიაპლურალიზმის შენარჩუნებას.

“მედიის თავისუფლების ნებისმიერი საქმე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემის გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც პრინციპის საკითხი, შეერთებული შტატები მხარს უჭერს აზრის მრავალფეროვნებას და სურს, ნახოს მედიაპლურალიზმი ყველა ქვეყანაში. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – განაცხადა ბენჯამენ ზიფიმ

 

დღის ამბები