19 იანვარი 2017,   08:35
ვრცლად
რუსთავი2 ეკუთვნის აქიმიძეს, დვალს და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს - ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე ამბობს, რომ რუსთავი2 ეკუთვნის ჯარჯი აქიმიძეს, დავით დვალს და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს.

ქართული ოცნების დეპუტატმა მედიის საკითხზე არჩევანის ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში ქართული ოცნების მოსვლასთან ერთად გაჩნდა.

მისი აზრით, მედიასთან დაკავშირებულ დავებზე საუბრისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან 2 საკითხია გასათვალისწინებელი, - მედიის თავისუფლება და ქონებრივი თემა.

ეს არის კერძო სამართლის იურიდიული პირი და, როდესაც ვსაუბრობთ მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, უნდა ვისაუბროთ ამ ორივე საკითხზე.

რუსთავი2-ზე ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, თუმცა სასამართლო არსებობს, რომელიც დამოუკიდებელია და, რომელმაც უნდა განსაზღვროს ის ქონებრივი დავა, რომელიც მიმდინარეობს რუსთავი2-თან დაკავშირებით. ჩვენ, პარლამენტის წევრები, პირობას გაძლევთ, რომ პარლამენტი იქნება ის ადგილი, სადაც ღიად იქნება საუბარი მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის, რუსთავი2-თან დაკავშირებით, თუკი ეს საკითხი დადგება,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.  

დღის ამბები