29 მარტი 2017,   21:09
ვრცლად
"თუ რაიმე კანონიერი ფორმა არსებობს, "რუსთავი 2-ს" უნდა მიეცეს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება"-გია ვოლსკი

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აუცილებელია რუსთავი 2-მა მუშაობა გააგრძელოს.

გია ვოლსკი თქმით, თუ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა სამაუწყებლო კომპანიას უნდა მიეცეს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება.

„ვფიქრობ რომ პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ რაღაცა დამოკიდებულების ფონზე, რაც მედიის მიმართ გაგვაჩნია ყველას. რუსთავი 2-მა უნდა იმუშაოს, სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც იცავს სიტყვის თავისუფლებასაც და საკუთრების უფლებასაც.

"ვისი საკუთრებაც არის იმისკენ უნდა გადაწყვიტოს. იქამდე რუსთავი 2-ის თუ ნებისმიერი სხვა მედია საშუალების შეფერხება არ ვარგა. თუ რაიმე კანონიერი ფორმა არსებობს, რუსთავი 2-ს უნდა მიეცეს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ყადაღასთან დაკავშირებული საკითხი, სასმართლო დავის დეტალია, რაზეც დეპუტატის თქმით, პოლიტიკოსებმა კომენტარები არ უნდ აკეთონ.  მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო რუსთავი 2-თან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„უნდა მიიღოს სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება. დანარჩენი არის დეტალები, რომელიც ნამდვილად არ არის პოლიტიკოსის საქმე და ამაზე პოლიტიკოსებმა განცხადებები არ უნდა აკეთონ, არ უნდა ჩაერიონ და ამ სიღრმეებში არ უნდა შევიდნენ. მე გისურვებთ წარმატებებს. ინკასო არის ის დეტალი, რომელზეც მეკითხებით. პოლიტიკური ნიშნით არც ერთ მსგავსი თემა ამ ქვეყანაში არასდროს არ უნდა გადაწყდეს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ რაც უფრო სწრაფად დასრულდება დავა მით უფრო დროულად შეძლებს კომპანია დაგეგმოს თავისი ახალი საქმიანობა.

„თქვენ ხართ სამოქალაქო დავაში და იმედია სწრაფად დასრულდება. ჩვენთვისაც ძალიან პრობლემურია ის, რომ მუდმივად არის საუბარი ამ სასამართლო დავაზე. ჩვენ ყველა ველოდებით იმას, რომ რაც შეიძლება სრწაფად იქნას ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია მიმართავს ხელისუფლებას მოიხსნას ყადაღა სასამართლოს პროცესიის დასრულებამდე, რათა კომპანიამ  ფინანსური ანგარიშვალდებულებების შესრულება შეძლოს.

 

 

 

 

დღის ამბები