25 მარტი 2017,   05:59
ვრცლად
თუ "რუსთავი2" გაჩერდება ეს იქნება სერიოზული დარტყმა მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით - თამარ კინწურაშვილი

მედია ექსპერტები ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების არსებობასთან კავშირშია.

თამარ კინწურაშვილის თქმით, რუსთავი 2 გაჩერება  მედიაპლურალიზმისთვის სერიოზული დარტყმა  იქნება.

„თუ რუსთავი 2 გაჩერდება, იმ პირობებში როდესაც ხდება სამი არხის ერთ სახელისუფლებო ხელში კონცენტრირება, ეს იქნება სერიოზული დარტყმა მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით და ზოგადად დემოკრატიის თვალსაზრისით,“-აცხადებს თამარ კინწურაშვილი.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნიკა გვარამია ხელისუფლებას ქონებაზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც ეხმაურება.

ნინო რობაქიძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც არ დაუტოვებს საზოგადოებას კითხვებს ამ საქმის შინაარსზე,“-განაცხადა ნინო რობაქიძემ.

დღის ამბები