25 მარტი 2017,   05:58
ვრცლად
პარლამენტს რუსთავი2-ის საქმეში ჩარევის რესურსი არა აქვს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის აზრით, ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მედიაპლურალიზმია. მისი თქმით, ადრე მედიაზე ხელისუფლებას დიდი გავლენა ქონდა, ხოლო დღეს ჟურნალისტები ამ გავლენისგან გათავისფულდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რუსთავი 2-ის საკითხზე, ის ამბობს, რომ პარლამენტს ამ საქმეში ჩარევის რესურსი არ აქვს.

„2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. მედიაპურალიზმი არის ქართული ოცნების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ამ მიღწევას ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. რაც შეეხება კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმეს, სასამართლოში წარიმართება ეს პროცესი და აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს, ბუნებრივია, არ აქვს რესურსი, რომ ჩაერიოს იქ მიმდინარე პროცესებში. ჩვენთვის მთავარია, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, იყოს უზრუნველყოფილი მედია პლურალიზმი საქართველოში და დაცული იყოს თითოეული ჟურნალისტის უფლება. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს პარლამენტი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ავტორი: ნოდარ მელაძე.

დღის ამბები