19 იანვარი 2017,   08:35
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი უზენაეს სასამართლოს "რუსთავი 2"-სთვის ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო სექტორი უზენაეს სასამართლოს რუსთავი 2-სთვის ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს. მათი განმარტებით დადასტურდა, რომ ტელეკომპანიის საქმის განხილვა არაკონსტიტუციური ნორმებით მიმდინარეობდა.

"ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგი ჩვენი სახელმწიფოსთვის თუ რუსთავი 2-ს მოუწია ფინანსური პრობლემების გამო მაუწყებლობის შეწყვეტა. ამასა ვერასდროს ვერავინ ვერავის დააჯერებს, რომ ეს ვიწრო სამართლებრივი არგუმენტებით ხდება. ეს ხდება პოლიტიკური  მოტივაციით,“ - აცხადებს კონსტიტუციონალიტი კოტე ჩოკორაია. 

გუშინ საკონსტიტუციო სასამართოს პლენუმმა არაკოსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომელიც უმრავლესობამ 7 თვის წინ, დაჩქარებული წესით მიიღო და რომელზე დაყრდნობითაც რუსთავი 2-ის სარჩელები განსახილველად პლენუმს გადაეცა.

ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს უზენაეს სასამართალოს ტელეკომოპანიის იურისტიც და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. ყადაღით გამოწვეულ პრობლემებზე გუშინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ნიკა გვარამიას განმარტებით რუსთავი 2-ის მაუწყებლობას შეჩერების საფრთხეს ის ფინანსური პრობლემები უქმნის, რომელიც ყადაღის პირობებში მუშაობამ გამოიწვია.

დღის ამბები