26 თებერვალი 2017,   00:58
ვრცლად
პროცესი, რომელიც მიმართულია "რუსთავი 2"-ის წაღებისკენ - ოთარ კახიძე სასამართლო პროცესს აფასებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მოთხოვნას, ყადაღის მოხსნის თაობაზე ეხმაურებიან პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ სასამართლო მიიღებს.

"რა გითხრათ სასამართლო მე არ ვარ და მოდავე მხარეს კიდევ ანუ საქართველოს მოქალაქეს, რომლესაც მიაჩნია, რომ უკანონოდ წაართვეს, მე  ერ ავუკრძალავ, რომ იდავოს ამაზე და მე ამაზე ვერაფერს გეტყვით. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ სამართალი  ყველა შემთხვევაში უნდა აღსრულდეს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ სასამართლო პროცესი არ შეაფერხებს ტელეკომპანიის სრულფასოვნად საქმიანობას.

"რაც შეეხება რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრები და ზოგადად, პარლამენტი აქტიურად ადევნებს თვალს ამ პროცესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე შეჯიბრებითობის პრინციპი ამ სასამართლოს პროცესში იქნება უზრუნველყოფილი და გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს ის, არ აისახება ამ შემთხვევაში მედიასაშუალების საქმიანობაზე ნეგატიურად,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

საპირისპიროა შეფასებები ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ სასამართლო პროცესები რუსთავი 2-ის წინააღმდეგ არის მიმართული და მის უკან ხელისუფლება დგას.  

„ეს არის ნეგატიური პროცესი, რომელიც მიმართულია რუსთავი 2-ის წაღების მოტივაციით, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება დგას ამ პროცესის უკან და თუ ხელისუფლება მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაშინ ეს ასე მოხდება. ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც არ არის ქვეყანა, კიდევ თუ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა გაგრძელდება, ეს შეიძლება ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს ქვეყანას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები