19 იანვარი 2017,   08:35
ვრცლად
არ გამოიყენოთ ინკასო საბანკო ანგარიშებზე - რუსთავი 2 შემოსავლების სამსახურს მიმართვს

რუსთავი2 შემოსავლების სამსახურს პასუხობს. ნიკა გვარამიამ უწყებას ოფიციალური განცხადებით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ გასული წლის 5 აგვისტოს განჩინებით, არხის ქონებას დაედო ყადაღა, რის გამოც კომპანიას აეკრძალა სესხის აღება და რუსთავი2 მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

წერილში ნათქვამია, რომ დღეის მდგომარეობით ვერ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს, მათ შორის ვერ ფარავს საგადასახადო დავალიანებას.

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ტელეკომპანიამ ყადაღის მოხსნა უზენაეს სასამართლოს სთხოვა, ვინაიდან სააპელაციო სტადიიდან არხი დავის მხარეს აღარ წარმოადგენს და ყადაღის გამოყენება ემსახურება მხოლოდ რუსთავი2-ის ფინანსურ განადგურებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიაში შექმნილ მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე, დროულად და კეთილსინდისიერად იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს.

რუსთავი 2 თავად მედიის ორმაგი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს, ერთი მხრივ, კერძო კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესზე და არის ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, როგორც გადასახადის გადამხდელი და. მეორე მხრივ, ის არის მედიასაშუალება. რომლის როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რუსთავი2-ის საქმიანობის რაიმე ფორმით შეფერხება, პირველ რიგში, ნეგატიური კუთხით აისახება თავად ქვეყნის იმიჯზე და სახელმწიფოს საქმიანობაზე, განსაკუთრებით იმ მაღალი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ინტერესის ფონზე, რომელიც არსებობს რუსთავი2-ის საქმის მიმართ. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ რუსთავი2-ის მიმართ საკითხის გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს მკაცრი ფორმალიზმით და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ობიექტური გარემოება რამაც შეაფერხა რუსთავი2-ის მიერ საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა," - ნათქვმია მიმართვაში. 

რუსთავი2 შემოსავლების სამსახურს მიმართავს, "არ გამოიყენოთ ინკასო საბანკო ანგარიშებზე. გაცნობებთ, რომ არსებულ საგადასახადო დავალიანებას სრულად დავფარავთ 2017 წლის განმავლობაში“. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები