26 თებერვალი 2017,   00:58
ვრცლად
"სჯობს ამ თემაზე ფაქტებით და სხვა დროს ვისაუბროთ" - თიკო ბერძენიშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თიკო ბერძენიშვილმა, კურიერის ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც როგორც ბერძენიშვილი ამბობს, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა უნდა დაიკავოს.

მისი თქმით, ის გამოცდილება, რომელიც მას, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობისას ასევე, ევროპელ მაუწყებელთა კავშირთან მუშაობისას დაუგროვდა, მას ამის კვალიფიკაციას აძლევს.

კურიერის ეთერში მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატს კითხვა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს. თიკო ბერძენიშვილის განაცხადებით, თემა საკმაოდ სენსიტურია, რის გამოც დღეს მასზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის.

მან გადაცემის წამყვანს სთხოვა კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებით დაესვა.

„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მედიაში ხდება, მითუმეტეს ჩვენს რეალობაში, არის ძალიან სენსიტიური. მე ერთადერთი ვიცი, რომ ფაქტების გარეშე საუბარი არ შემიძლია, ამიტომ, სჯობს ამ თემაზე ფაქტებით და სხვა დროს ვისაუბროთ,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღის ამბები