16 იანვარი 2017,   14:54
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა - ამ ეტაპზე პროკურატურა ბრალის დამძიმების აუცილებლობას ვერ ხედავს

ნიკა გვარამიაზე ძალადობაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა - სასამართლომ გადაწყვეტილება დღის ბოლოს, სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანა.

მოსამართლემ გაჩეჩილაძეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შედეგად გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილების განმარტებისას მოსამართლემ განაცხადა, რომ რატო გაჩეჩილაძე პატიმრობაში უკანონოდ იყო.

თავად ბრალდებულმა ტერიტორია უკომენტაროდ სირბილით დატოვა.

არ არის გამორიცხული, ბრალდებამ მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს. ამ ეტაპზე პროკურატურა ვერც ბრალის დამძიმების აუცილებლობას ხედავს. ასევე არ იზიარებენ მოსამართლე კერატიშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ რატი გაჩეჩილაძე უკანონო პატიმარი იყო.

წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე. 

დღის ამბები