16 იანვარი 2017,   14:54
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა - არჩილ თალაკვაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს

არჩილ თალაკვაძის აზრით, გუშინ საქალაქო სასამართლომ რატი გაჩეჩილაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

მისი თქმით, აუცილებელია ჯერ სასამართლო პროცესი დასრულდეს. თავის მხრივ, ის ძალადობის გამოვლინებას გმობს.

„დაველოდოთ ამ პროცესის დასრულებას, გუშინ ვფიქრობ, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში მხარეების ინტერესების დაცვას. რაც შეეხება თვითონ ინციდენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოვლინების ყველანაირ გამოვლენას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ძალადობის ობიექტი ან ძალადობის ჩამდენი პირი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ოპოზიცია გაჩეჩილაძის საქმეში ორმაგ სტანდარტებს ხედავს. თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, დღეს სასამართლო უბრალოდ ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები