26 თებერვალი 2017,   05:24
ვრცლად
პრეზიდენტი პარლამენტს თებერვალში ეწვევა - რა საკითხებს შეეხება მისი ანგარიში, უცნობია

პარლამენტი თებერვალში პრეზიდენტს მოუსმენს. გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის დასაწყისში მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, მარგველაშვილის ანგარიში ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს, თუმცა ანა დოლიძე კონკრეტულ საკითხებზე ჯერ არ საუბორბს.

„ბუნებრივია, საკითხები ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს. კონკრეტულად ეს რაში გამოიხატება, დღეს ვერ გეტყვით. ამას თავის დროზე გაიგებთ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

 

 

ავტორი: ნათია გოგსაძე 

დღის ამბები