20 თებერვალი 2017,   01:01
ვრცლად
მნიშვნელოვანი
სოფო კილაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტრუქციულ კრიტიკას მოისმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ყველა შენიშვნა იქნება კონსტრუქციული. მისი აზრით, ორგანოებს შორის თანამშრომლობა აუცილებელია.

„სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ მიზნებს, რომლებიც ყველას ერთად გვაქვს დასახული. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, გამოსვლა, იქნება კონსტრუქციული, თუმცა ეს არ გამორიცხავს კონსტრუქციულ, მათ შორის, კრიტიკულ მოსაზრებებსაც. ზოგადად ასევე მნიშვნელოვანი იქნება მისი მხრიდან ობიექტურობა იყოს შენარჩუნებული,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყოველწლიურად არის ფორმატის პრობლემა. ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, კარგი იქნება პრეზიდენტთან იყოს დეპატების წარმოების საშუალება.

 

ავტორი: ნათია გოგსაძე 

დღის ამბები