18 იანვარი 2017,   14:02
ვრცლად
აქცია ჭავჭავაძეზე - 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია გაიმართა ჭავჭავაძის ქუჩაზე. ადგილობრივები მეცხრე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, კორპუსი მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე შენდება. აქციის მონაწილეები კორპუსის აშენების შედეგად მიღებულ შესაძლო საფრთხეებსა და ადგილობრივებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნაზეც საუბრობენ.

ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. ასევე არ არის მითითებული, თუ რომელი სამშენებლო კომპანია ახორციელებს მშენებლობას.

ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემებს დღეს მერის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელიც გაეცნო. თუმცა, არც მან დააკონკრეტა, მშენებლობის ნებართვა რის საფუძველზე გაიცა და რომელი კომპანია ახორცილებს მშენებლობას.

დღის ამბები