31 მარტი 2017,   04:33
ვრცლად
BAFTA-ს 2016 წლის რჩეული ნამუშევრები

ბრიტანეთის კინოაკადემიამ 2016 წლის რჩეული ნამუშევრები დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნომინაციების უმეტესობა "ლა ლა ლენდს" ხვდა წილად, რომელიც ოქროს გლობუსის ტრიუმფატორი გახდა.

საუკეთესო ფილმის წოდების მოსაპოვებლად კენეთ ლონერგანის "მანჩესტერი ზღვასთან" და ბარი ჯენკინსის "მთვარის შუქის ქვეშაც" იბრძვის.

ბრიტანეთის კინოაკადემიის 2016 წლის რჩეული რეჟისორები კენ ლოუჩი და კენეთ ლონერგანიც აღმოჩდნენ.

"მანჩესტერი ზღვასთან" ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი კეისი აფლეკი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაშია წარდგენილი.

ბრიტანეთის კინოაკადემიამ მთავარი როლის შემსრულებელი სავარაუდო ქალბატონების 5 ეულიც გაახმაურა. კატეგორიაში სამი ოსკარის, რვა ოქროს გლობუსის, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემიისა და ერთი BAFTA-ს ჯილდოს მფლობელი მერილ სტრიფიც მოხვდა, რომელმაც ფილმ ფლორენს ფოსტერ ჯენკინსში მთავარი როლი შეასრულა.

ბრიტანეთის კინოაკადემიამ 2016 წლის რჩეული ფილმები, მსახიობები და რეჟისორები დღეს 24 ნომინაციაში დაასახელა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოები კი BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე ლონდონში 12 თებერვალს გამოვლინდებიან.

 

 

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი

დღის ამბები