27 თებერვალი 2017,   19:50
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პარტია ახლა გაყოფილი კი არა, პარტია ახლა არის დანგრეული - გიგი უგულავა

12 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ერთმა ფრთამ შესაძლოა, პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთოს. ინფორმაციას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მისი თქმით, პარტია აღარ არსებობს და ის გაყოფის წინაშეა.

მეორე ფრთაში ასვე არ გამორიცხავენ, რომ ბოკერია-უგულავას ფრთამ სწორედ 12 იანვარს დატოვოს ნაციონალური მოძრაობა.

„ეს პარტია აღარ არის ერთიანი, პარტია გაყოფის წინაშეა. ადამიანები, როცა ერთმანეთს გამარჯობას აღარ ეუბნებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ფუნდამენტური პრობლემებია. რესურსი იმისა, რომ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნოს, პრაქტიკულად, აღარ არის. პარტია იყოფა, განსხვავებები ფუნდამენტურია, ხედვები განსხვავებულია. მთელ რიგ საკითხებში ჩვენ ვთანხმდებით, მაგალითად, ვთანხმდებით, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. პარტია ახლა გაყოფილი კი არა, პარტია ახლა არის დანგრეული, სამწუხაროდ და ამ პროცესში ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები