27 თებერვალი 2017,   19:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
დამოუკიდებელი ორგანოს კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს - არასამთავრობო სექტორი მოსმენების ე.წ. გასაღების ფლობაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს ე.წ. მოსმენების გასაღების ფლობაზე მსჯელობდნენ. მმართველი გუნდი არასამათავრობოების იდეას ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-იდან გამოტანის შესახებ, გარკვეულწილად ეთანხმება, თუმცა ამბობენ, რომ ეს რთული მისაღწევია.

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი, გიორგი ბურჯანაძე, ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროექტი წარადგინეს. მისი თქმით, მმართველი გუნდი თავის ინიციატივებს მომდევნო შეხვედრისას გააცნობს.

„კარგი შედეგი იქნება მხოლოდ ის, რომ ხელისუფლებისგან  და საგამოძიებო უწყებიდან კარგი დისტანცირებული მოდელი შეიქმნება,“ - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დამოუკიდებელი ორგანოს კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს.

„თუ ამ მოდელის გაზიარება არ მოხდება მმართველო ძალის მიერ, ავტომატურად მივიღებთ ამ შემთხვევაში ისეთ რეგულირებას, რომელსაც, დიდი ალბათობით, ექნება არაკონსტიტუციური კომპონენტები,“ - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

მისი თქმით, ისე უნდა იყოს სისტემა გამართული, რომ არცერთ ხელისუფალს არ ჰქონდეს უკანონო ქმედების ჩადენის საშუალება.

„ჩვენი მიზანი არის, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება, მექანიზმი უნდა გვქონდეს ისეთი, რომელიც დააზღვევს იმას, რომ პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკოსებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს არ ექნებათ იმის საშუალება, რომ მოახდინონ და შეაგროვონ ინფორმაცია,“ - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე. 

დღის ამბები