27 თებერვალი 2017,   19:48
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ბოკერიას ჯგუფმა პარტიიდან გასვლაზე გეგმის შემუშავება დაიწყო - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას, თქმით, მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის ადრევე იყო ცნობილი, რომ ბოკერია-უგულავას ფრთა უახლოეს მომავალში ნაციონალური მოძრაობის დატოვებას აპირებს.

„მას შემდეგ, რაც ბოკერიას ჯგუფმა პოლიტიკურ საბჭოზე კენჭისყრა წააგო და გადაწყდა, რომ ყრილობა ჩატარდება 7 ათასი დელეგატის თანამონაწილეობით, სადაც მათი ვერცერთი, წინადადება ვერ იქნებოდა გატანილი და ვერ გაიმარჯვებდნენ 20 იანვარს, პარტიიდან გასვლის თაობაზე მათ დაიწყეს გეგმის შემუშავება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ დღეს გიგი უგულავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა დანგრეულია.

„მოვიდეს ბატონი უგულავა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე და თავად ნახავს, ეს პარტია დანგრეულია, თუ აღორძინების გზას ადგას,“ - აღნიშნა მელიამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ერთმა ფრთამ შესაძლოა, პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთოს.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები