31 მარტი 2017,   04:33
ვრცლად
მთავარია, არ დავთმოთ ჩვენი პოზიციები ძალიან იაფად - ნოდარ ხარშილაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე

„მთავარია, ჩვენ არ დავთმოთ ჩვენი პოზიციები ძალიან იაფად,“ - ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, რომ რუსეთის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, საქართველოს ეროვნული ინტერესი არ უნდა დაზარალდეს.

ამის შესახებ ნოდარ ხარშილაძემ კურიერში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი მოლაპარაკებების ფონზე, ქართული მხარე შეიძლება, წამგებიან პოზიციაში აღმოცნდეს.

„2013 წლიდან დათმობებზე წავედით, რომ ზედმეტად არ ვიაქტიუროთ ევროპაში, არ იყოს ოკუპაცია ნახსენები. ეს ყველაფერი უნდა გრძელდებოდეს, მაგრამ ისე, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ აქტუალურობა დავკარგეთ მთლიანად საგარეო პოლიტიკაში და მეორე ის არის, რომ ძალიან იაფფასიანი უკან დაბრუნების კუთხით მივეცით ჩვენი ის ძირითადი არგუმენტები, რაც გვქონდა და სამაგიეროდ მივიღეთ ძალიან ლიმიტირებული სავაჭრო თავისუფლებები, რომ რუსეთის ბაზარზე რაღაც შეგვეტანა. ძალიან მცირე თანხაზე არის საუბარი,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

მისი აზრით, კალაძის ენერგეტიკული მოლაპარაკებები მინსკში ამის გაგრძელების ნაწილი არ უნდა იყოს. თუმცა ხარშილაძე აღნიშნავს, რომ უარის თქმის დიდი რესურსი საქართველოს უკვე აღარ აქვს, რადგან, მისივე თქმით, "ბოლო პერიოდში რუსეთთან მანევრირების საშუალება დავკარგეთ". 

ამავე თემაზე
დღის ამბები