31 მარტი 2017,   04:33
ვრცლად
ის, რაც მოხდა დღეს, ეს არის პროკურატურის მხრიდან სისტემატიური ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგი - მაია რჩეულიშვილის ადვოკატი

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ადვოკატი კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს. მარინე ცუცქირიძე ამბობს, რომ ცენტრ პოინტის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ისევ მძიმეა.

„ის, რაც მოხდა დღეს, ეს არის პროკურატურის მხრიდან სისტემატიური ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მარინე ცუცქირიძის თქმით, 21 დეკემბრიდან პროკურორები სისტემატიურად, დაცვის მხარესთან შეთანხმების გარეშე, ახდენდნენ ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლა მაია რჩეულიშვილზე.

ადვოკატი მარინე ცუცქირიძე იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ თქვა მაია რჩეულიშვილმა უარი მკურნალობაზე და სასამართლო პროცესების კლინიკაში ჩატარებაზე.

„ყოველდღე სტუმრობდნენ მას კლინიკაში და აშინებდნენ იმით, რომ, თუ ის არ მოვიდოდა ასეთ მდგომარეობაში სასამართლოში, უარს არ იტყოდა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ასეთ შემთხვევაში პალატაში ჩაუტარებდნენ სასამართლო პროცესს. ეს იყო ერთი მიზეზი, თუ რატომ განაცხადა მაია რჩეულიშვილმა უარი თავის კონსტიტუციით და კანონით მინიჭებულ უფლებაზე, ჯანმრთელობის უფლებაზე და მკურნალობის უფლებაზე,“ - განაცხადა მარინე ცუცქირიძემ.

ადვოკატის თქმით, "ფილტვზე ოპერაციის შემდეგ მისი დახურულ საკანში დაბრუნება მისთვის სასიკვდილო განაჩენს უდრიდა".

ადვოკატი ბრალდების ამგვარ ქმედებებს „საშინელ სიძულვილის ენას“ უწოდებს,  რომელიც მისი თქმით, ძალიან იშვიათად უნახავს სხვა რომელიმე ბრალდებულის მიმართ და ამბობს, რომ "ეს ყევლაფერი რაღაც ანგარიშსწორებას ჰგავს". 

 

 

დღის ამბები