26 თებერვალი 2017,   00:59
ვრცლად
ენმ-ის რა ნაწილი დატოვებს პარტიას, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი

ნაციონალურ მოძრაობის ერთმა ფლანგმა პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა, რამდენიმე დღეში გააკეთოს. ოპოზიციური პარტიის ნაწილი კი 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადება.

თბილისის ყოფილმა მერმა დღეს პირველად დაადასტურა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისის დაძლევის შანსი აღარ არსებობს.

ამასთან, მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, პარტია ოფიციალურად 12 იანვარს გაიყოს.

პარტიის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა, გაერთიანება ნაციონალური მოძრაობის ბლოკში შემავალ პარტია ევროპულ საქართველოსთან მოხდეს.

პარტიის გაყოფას ნიკა მელია ადასტურებს, თუმცა ჯერაც მისი თანაპარტიელების შეფასებას ნაციონალური მოძრაობის დანგრევის შესახებ არ იზიარებს.

როდის დატოვებს ნაციონალურ მოძრაობას წევრების ნაწილი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. პარტიაში ჯერ არც ის კონკრეტდება, როგორ მოხდება ნაციონალური მოძრაობის უძრავი და მოძრავი ქონებისა და ფინანსური რესურსის გადანაწილება.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები