30 მარტი 2017,   02:57
ვრცლად
ექსპერტები სამომხმარებლო ფასების ზრდას აანონსებენ

ექსპერტები მთავრობის მიერ დაანონსებულ ლარიზაციის გეგმას პესიმისტურად უყურებენ. ამგვარ შეხედულების გამყარებას კი ის რეგულაციები და გაზრდილი გადასახადების შემოღება უქმნის, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება.

ლარიზაციის გეგმა, რომელიც დეველოპერებს უძრავ ქონებაზე ფასის დადებას ლარში აიძულებს, ექსპერტების მოლოდინით, სამშენებლო სექტორში უცხოური ინვესტიციის შემოსვლას ხელს შეუშლის.

ესტონური მოდელი, სპეციალისტების აზრით, ბიზნესის ნაწილს ნამდვილად წაახალისებს.

ექსპერტების მსგავსად, მომავალი წლისთვის ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს ელოდება ოპოზიციაც.

ქართულ ოცნებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ეკონომიკური ზრდის 4-პუნქტიანი გეგმა ლარის სტაბილურობა და ეკონომიკის ზრდაზე ამ წელსვე აისახება.

ლარიზაციის ფარგლებში კანონში შეტანილი ცვლილებები უკვე ძალაში შევიდა. აქციზის გადასახადი თამბაქოსა და ნავთობზე გაძვირდა, გაზრდილია საბაჟო მოსაკრებელი იმპორტირებული მანქანებისთვის. 

სპეციალისტების მოლოდინით, ყველა ეს ცვლილება სამომხმარებლო ფასებს მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდის.

 

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე 

დღის ამბები