27 თებერვალი 2017,   19:47
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა გაზაფხულისთვის იგეგმება

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის თარიღი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. სახელმწიფოს მეთაური პარლამენტში კონსულტაციებისთვის ემზადება.

რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ქვეყნის პირველი პირი და იქნება თუ არა ამჯერად კრიტიკული გიორგი მარგველაშვილის ოცნების ხელისუფლების მიმართ, მისი საპარალამენტო მდივანი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი და მთავარი აქცენტები უმრავლესობასაც აინტერესებს.

ამ ეტაპზე ცნობილი არც ქვეყნის პირველი პირის პარლამენტში გამოსვლის ფორმატია. ოპოზიცია ტრადიციულად ქვეყნის პრობლემატურ საკითხებზე დებატების გამართვას ითხოვს.

ექსპერტები კი ქვეყნის პირველი პირისგან მწვავე გამოსვლას ელოდებიან.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დასაწყისში უნდა მოუსმინოს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს. პირველი პლენარული სხდომა კი 7 თებერვალს გაიმართება.

 

 

ავტორები: ნათია გოგსაძე, ზვიად იგრიაშვილი.

დღის ამბები