17 იანვარი 2017,   04:46
ვრცლად
ერთი თვე ელექტროენერგიის გარეშე - ენათმეცნიერების ეროვნულმა ინსტიტუტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა 

ენათმეცნიერების ეროვნულმა ინსტიტუტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. შენობას, სადაც 90-მდე ენათმეცნიერი ათეულობით წელი ქართული ენის კვლევით სამუშაოებს ასრულებდა, უკვე 1 თვეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებს მუშაობა შეჩერებული აქვთ. 

ინსტიტუტს ელექტროენერგია კაბელის დაზიანების გამო არ მიეწოდება. მის შესაკეთებლად რამდენიმე ათასი ლარია საჭირო. თელასში ამბობენ, რომ დაზიანებული კაბელი, რომლითაც შენობას ელექტროენერგია მიეწოდება, მათ არ ეკუთვნით, შესაბამისად ისინი სამუშაოების შესრულებაზეც უარს აცხადებენ. ინსტიტუტის ხელმძღვანელობა კი პასუხისმგებლობას თელასს აკისრებს და პრეტენზიები აქვთ ხელისუფლებასთანაც.

განათლების სამინისტროში პირობას დებენ, რომ პრობლემას შეისწავლიან.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა ავარიულიცაა. ექსპერტიზის დასკვნით, შენობას მძიმე ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. განათლების სამინისტროში არც ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.

 

 

ავტორი: ვანო გავაშელი 

დღის ამბები