19 იანვარი 2017,   08:35
ვრცლად
ღამის კლუბები, ქართველი მამაკაცები და პრემიერის კიდევ ერთი კომენტარი - კვირიკაშვილი პროსტიტუციაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკავშვილმა ღამის კლუბებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ კლუბებში, რომლებზეც იყო საუბარი მთავრობის სხდომაზე პროსტიტუციაა და ქართველი მამაკაცი ამ ყველაფერს ვერ აიტანს. მისი თქმით მედიამ სხდომაზე გაკეთებული განცხადება არასწორად გაიგო და დამატებითი განმარტებაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

„რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თუ ვინმემ ეს ასე გაიგო, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეების და არც ერთი  ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ  არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში.

"ეს არის ის მწარე რეალობა რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შს სამინისტროს და ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. პრობლემა იმ კუთხით, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში.

"ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და უფრო მეტიც ეს არის ჩემი როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური ეს საკითხი, რომ გადაწყდეს რაც შეიძლება მალე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

დღის ამბები