17 იანვარი 2017,   17:04
ვრცლად
მარიხუანას საქმე - "გირჩის" ოფისში ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს

ამ წუთებში გირჩის ოფისში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. სამართალდამცველები ექსპერტებს ელოდებიან, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების შედეგად დაადგენენ რა მცენარე დათესეს პარტიის წევრებმა 31 დეკემბრის ღამეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკის ოქმი წარადგინა. გირჩის წარმომადგენლების თქმით, მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ ლაივ ვიდეო ჩართონ და ადგილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადიებას ინფორმაცია ამ ფორმით მიაწოდონ.

„31 დეკემბერს ჩვენ ჩავიდინეთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, ჩვენ მიზანმიმართულად დავარღვიეთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ან მესამე ნაწილი, მაგრამ ამათ პირველი მუხლით აქვთ აღძრული. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის, ეს არ არის კონკრეტულად მარიხუანას საქმე, მნიშვნელობა არ აქვს მარიხუანა იქნება თუ სხვა რამე, ჩვენ დავიცავთ ადამიანის თავისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არის პოლიტიკური აქტი, შესაბამისად რეაგირებაც ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური,“-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

 

 

დღის ამბები