26 თებერვალი 2017,   00:59
ვრცლად
live კამერა გირჩის ოფისიდან, სადაც კრიმინალური პოლიცია მუშაობს

გირჩის ოფისში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ოფისში იმყოფებიან პოლიტიკური ცენტრის გირჩის წევრები და მედიის წარმომადგენლები. სამართალდამცავები ჟურნალისტებს ოფისის დატოვებას სთხოვენ. ისინი გირჩის ოფისში უკვე ერთ საათზე მეტ ხანს იმყოფებიან.

უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიიღეს.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ რა მცენარე დათესეს პარტიის წევრებმა 31 დეკემბრის ღამეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკის ოქმი წარადგინა.

დღის ამბები