20 თებერვალი 2017,   01:03
ვრცლად
მნიშვნელოვანი
რუსული ოკუპაცია და მავთულხლართები შუაგულ საქართველოში - CNN-ის რეპორტაჟი

რუსული ოკუპაცია და შიდა ქართლში გავლებული მავთულხლართები CNN-ის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა მძიმე ყოფაზე რეპორტაჟი 9 იანვარს მომზადდა, ჟურნალისტი მაყურებელს იმ საოკუპაციო პოლიტიკის შესახებ უამბობს, რომელსაც რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე ატარებენ.

რეპორტაჟის მთავარი გმირის დათა პაპას შესახებ, რომლის სახლიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა, სოციალურ ქსელში საუბრობს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, CNN-ის ტელეწამყვანი ქრისტიან ამანპური წერს:

„როდესაც ის სახლიდან გამოვიდა ეს იყო საქართველო, უკან დაბრუნებულს კი უთხრეს, რომ "რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება."

დღის ამბები