18 იანვარი 2017,   14:05
ვრცლად
ელისო კილაძის აზრით, ხელისუფლება სახალხო დამცველს "ქრონიკა პლიუსის" და მის წინააღმდეგ იყენებს

ელისო კილაძემ მთავარი პროკურატურა დატოვა. ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა.

ელისო კილაძის აზრით, ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ ქრონიკა პლუსის და მის წინააღმდეგ იყენებს. 

„უჩა ნანუაშვილი არის არა სახალხო დამცველი, არამედ ხელისუფლების გაგრძელება. ის პირდაპირ არის ჩართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ დევნის საქმეში. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კამპანია ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ, რომელსაც სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მეშვეობით ახორციელებს,“- განაცხადა ელისო კილაძემ. 

ჟურნალისტი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას შეკითხვები სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ჰქონდა. კილაძის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ ელისო კილაძემ ე.წ. ცოცხების კადრების გასაჯაროებით ერთ-ერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა, ხოლო ამ პატიმარმა სახალხო დამცველს მიმართა, რათა მას რეაგირება მოეხდინა.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ უჩა ნანუაშვილს ჯერ მისთვის უნდა მიემართა და შემდეგ პროკურატურისთვის, ხოლო პატიმარს, სასამართლოსთვის.  

ელისო კილაძის აზრით, მისი პროკურატურაში დაბარება გაზეთ ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებს ადასტურებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები