31 მარტი 2017,   04:32
ვრცლად
კახა კალაძე "გაზმპრომთან" დათმობაზე წასვლას უარყოფს

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის აზრით, საქართველოს რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებების დროს პოზიციების დათმობაზე არ წასულა.

„ჩვენ დღეს ხელშეკრულება არ გვაქვს. მას 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა. თქვენ იცით, რომ მათი მოთხოვნა იყო გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ტრანზიტის საფასურის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, ჩვენ შეგვეძლებოდა გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა მილში გატარებული ბუნებრივი აირი. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სასამართლო დავა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო და საქართველომ ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულად შეინარჩუნა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები