18 იანვარი 2017,   14:05
ვრცლად
"ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ" - "გირო კრედიტის" ხელმძღვანელი სამართალდამცველების მხრიდან უკანონო დაკავებაზე საუბრობს

ამ წუთებში ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამართალდამცველების მხრიდან უკანონო დაკავებაზე განცხადებას აკეთებს.

ბრიფინგი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ოფისში იმართება. 

გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გირო კრედიტის ხელმძღვანელის, გიორგი გუგუმბერიძისგან პოლიცია ითხოვდა ვიდეოჩანაწერების მიწოდებას უკანონოდ. პოლიცია კი ამ მასალებს სასამართლო ბრძანებისა და პროკურორის დადგენილების გარეშე ითხოვდა და თან დაუყოვნებლივ, რაზეც ხელმძღვანელმა უარი განუცხადა.

რის შემდეგაც გირო კრედიტის ხელმძღვანელი საკუთარ სახლში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წაიყვანეს პოლიციაში და როგორც თავად აცხადებს, პოლიციის კაბინეტში მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

"მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ, თუ არ წავყვებოდი, გამომიცხადეს, რომ ხარ დაკავებული,"- განაცხადა გირო კრედიტის ხელმძღვანელმა, გიორგი გუგუმბერიძემ. 

დღის ამბები