31 მარტი 2017,   04:32
ვრცლად
დავიჯერო მინისტრთა კაბინეტს შესვლა უნდოდა ბორდელში და არ შეუშვეს? - გიორგი გუგავა

არასაპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ პრემიერმინისტრის განცხადებით გარკვეული საკითხების პროვოცირება არ უნდა მოხდეს. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ თუ საქმე დანაშაულს ეხება, აუცილებლად უნდა მოხდეს სისხლს სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა თავად კორძაია იმ საკითხში, რომ ვიღაცას დაწესებულებაში არ უშვებენ, დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ ასეთი თემებით ხელისუფლება საზოგადოების ყურადღების მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადატანას ცდილობს.

„დავიჯერო, მინისტრთა კაბინეტს შესვლა უნდოდა ბორდელში და არ შეუშვეს? შედეგად კი ამან გამოიწვია ასეთი რეაქცია? ბუნებრივია, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ გადაიტანონ საკითხები შიმშილიდან, ლარის დევალვაციიდან, ეკონომიკური კრიზისიდან ასეთ საკითხებზე,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

რა რეაგირება მოჰყვება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, უცნობია. ამ დროისთვის, ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ღამის კლუბები დახურულია.

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები