27 თებერვალი 2017,   19:46
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„ეს არის ტყუილი, რომ ელისო კილაძის დასჯას ითხოვს სახალხო დამცველი"- ომბუდსმენის მოადგილე

„ეს არის ტყუილი, რომ ელისო კილაძის ან საერთოდ ვინმეს დასჯას ითხოვს სახალხო დამცველი ამ მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველს ასეთი უფლებამოსილება არც გააჩნია კანონით,“- ასე უპასუხა ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ ელისო კილაძეს, რომელმაც დღეს პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე პროკურატურას ჩვენება მისცა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხელისუფლება სახალხო დამცველს გაზეთ ქრონიკა პლუსის და მის წინააღმდეგ იყენებს.

ნათია კაციტაძის განმარტებით, როდესაც კადრები გავრცელდა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ინტერნეტსივრციდან კადრები მოხსნილიყო.

„სახალხო დამცველს კონკრეტულმა მოქალაქემ მიმართა, რომელიც ამბობდა, რომ ის მნიშვნელოვანი მორალური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, მისი ამოცნობა შეძლეს მისმა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მას სამსახურის დატოვებაც კი მოუწია იმის გამო, რომ ამ კადრებთან დაკავშირებით გარემოებებს ყველა ეკითხებოდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შემდგომ უკვე განმეორებით მიმართა პროკურატურას, ნოემბრის თვეში და ერთადერთი საკითხი, რაც სახალხო დამცველის მიმართვაში იყო დასმული, არის ის, რომ რატომ არ მოხდა ვიდეოსივრციდან დაუფარავი მასალა მოხსნილი,“- განმარტა ნათია კაციტაძემ.

ელისო კილაძის თქმით, პროკურატურას შეკითხვები სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ქონდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები