28 მარტი 2017,   19:47
ვრცლად
„რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ვერ გაგვაკეთებინა წლების განმავლობაში,“ - გია ხუხაშვილი

„რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ვერ გაგვაკეთებინა წლების განმავლობაში,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომის პირობებზე დათანხმებას.

ხუხაშვილი ხელისუფლების მხირდან არგუმენტების გაკეთებაზე საუბრობს. 

„ღირებულებაზე, ფასზე და ამ ყველაფერზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ანუ რით დაგვემუქრა რუსეთი და როგორ გვაიძულა, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ვერ გაგვაკეთებინა წლების განმავლობაში. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამაზე უნდა გააკეთოს პირველ რიგში განმარტება, რა იყო არგუმენტი. ეს იყო მუქარა თუ რა იყო,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

შეფასებას აკეთებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი. 

„მას თავდაცვისუნარიანობა როგორც ჩანს, ფეხბურთიდან შემორჩა და ჩამოვიდა თუ არა აეროპორტში, პირველსავე ინტერვიუში ბრძანა, რომ არცერთ ექსპერტს არანაირი ინფორმაცია ამ საკითხზე არ აქვს და ამით მოამთავრა საზოგადოებასთან ურთიერთობა," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა გაზპრომის პირობებს დათანხმდა. შარშანდელისგან განსხვავებით, თბილისმა რუსული ენერგო გიგანტის წინადადება მიიღო და სომხეთისკენ ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ, ქვეყანა ფულად ანაზღაურებაზე გადადის.

დღის ამბები