27 თებერვალი 2017,   19:47
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„ეს გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც პრაქტიკულად ტოლფასია, რასაც ქვია სამშობლოს ღალატი“ - გურამ ჩალაგაშვილი

„ეს გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც პრაქტიკულად ტოლფასია, რასაც ქვია სამშობლოს ღალატი,“ - გაზპრომის პირობების დათანხმებას სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს წევრი, სემეკის ყოფილი თავმჯდომარე ეხმაურება.

გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებით რუსეთმა იხეირა.

„ეს გახლავთ ხელშეკრულება, რომელიც პრაქტიკულად ტოლფასია, რასაც ქვია სამშობლოს ღალატი. ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ ისინი არიან აბსოლუტურად დამოკიდებული პუტინის რეჟიმზე და მის ბრძანებებზე და ამით იხეირა როგორც რუსეთმა, ასევე დღევანდელმა არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც გახლავთ გაზპრომის ყველაზე მსხვილი აქციონერი,“ - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა გაზპრომის პირობებს დათანხმდა. შარშანდელისგან განსხვავებით, თბილისმა რუსული ენერგო გიგანტის წინადადება მიიღო და სომხეთისკენ ბუნებრივი აირის გატარების სანაცვლოდ, ქვეყანა ფულად ანაზღაურებაზე გადადის.

დღის ამბები