26 თებერვალი 2017,   01:00
ვრცლად
ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკებები "გაზპრომთან" მიგყავს, როგორც წაგებულ მხარეს - სერგი კაპანაძე

„რატომ მოვედით აქამდე?“ – ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის წევრს, სერგი კაპანაძეს აინტერესებს, თუ როგორ მოახერხა ხელისუფლებამ გაზპრომთან მოლაპარაკების შედეგად, რუსეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ბერკეტის ჩაბარება.

სერგი კაპანაძე მოლაპარაკებების დეტალებით ინტერესდება. კურიერთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორია რუსეთის მხრიდან შემოთავაზებული პირობების ცვლილების დინამიკა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ უწოდებს ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომთან დადებულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ყველა ხელშეკრულებას, კარგს.

„მე ეს პრობლემატური მგონია 2 რამის გამო, პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩვენ ამ მოლაპარაკებებში გვაქვს ძლიერი პოზიცია მარტივი მიზეზის გამო. ეს ტრანზიტი ჩვენი ტერიტორიის გავლით გადის სომხეთში და ეს არის შეთანხმება, რომელიც ძალაში არსებობს. ერთის მხრივ, პრეცედენტი გვაქვს და მეორეს მხრივ, უჩვენოდ ამას რუსეთი ვერ გააკეთებს. ეს არის ძლიერი პოზიცია და ამავდროულად, ინტერესი გვაქვს, რომ ეს ასე დავტოვოთ. არ მესმის რატომ ხდება მარტო ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომ ამ ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკებები მიგყავს, როგორც წაგებულ მხარეს. რატომ ხდება, რომ ყოველთვის ხელშეკრულება იწურება და ჩვენ უნდა ვიყოთ დამნაშავე იმაში, რომ არალეგალურად ხდება ამ ტრანზიტის გატარება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები