29 მარტი 2017,   21:04
ვრცლად
"ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, მოღალატე ხელისუფლება" - რომან გოცირიძე

საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომის პირობების დათანხმება რომან გოცირიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში შეაფასა. ნაციონალური მოძრაობის წევრის აზრით, არავითარი საფუძველი არ იყო, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო საქართველოს ხელისუფლებას.

„ამ გადაწყვეტილებით მოხდა საქართველოს ხელისუფლების ლუსტრაცია, გაყიდეს და გამოამჟღავნეს საკუთარი თავი. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, მოღალატე ხელისუფლება, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის რუსეთის პოლიტიკური თუ სხვა სახის ზეწოლის ქვეშ,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ხელისუფლების მიერ ფინანსურ დაინტერესებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა, სხვა დაინტერესებაც გაჩნდეს - "ყაზტრანსგაზს გააყიდინებენ გაზპრომზე, ან რომელიმე შვილობილ კომპანიაზე“- აცხადებს რომან გოცირიძე.

„რა არის ის, რითიც რუსეთი ჩვენზე ზეწოლას ახდენს, შანტაჟი, პიროვნული მუქარა, თუ ფინანსური ინტერესი, თუ კალაძის ფინანსური ინტერესია? რომელიც ორი წელია ამ საკითხზე დადის და სიამაყით აცხადებს, რომ ხელფასს არ იღებს 4 წლის განმავლობაში. თუ ხელფასს არ იღებ, მთავრობაში რა გინდა, წადი და ასწავლე ფეხბურთი უხელფასოდ,“ - აღნიშნა გოცირიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები