19 იანვარი 2017,   08:33
ვრცლად
"სასიამოვნო ბუნებრივია არ არის, მაგრამ კატასტროფის მომტანი არ არის“ - თორნიკე შარაშენიძე "გაზპრომის" პირობებზე

„კატასტროფული კონტრაქტი არ არის, მაგრამ არის უარესი კონტრაქტი, უარესი პირობები, ვიდრე აქამდე იყო,“ - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე გაზპრომის პირობების დათანხმებას კურიერის პირდაპირ ეთერში აფასებს და აცხადებს, რომ საქართველომ მიიღო კონტრაქტი, რომელიც აღარ არის ისეთი კარგი, როგორიც იყო წინა წლის ხელშეკრულება, თუმცა მისი თქმით, არც კატასტროფაა.

„კატასტროფული კონტრაქტი არ არის, მაგრამ არის უარესი კონტრაქტი, უარესი პირობები, ვიდრე აქამდე იყო და რატომ მოხდა ეს, სხვა საკითხშია. ჯერჯერობით დეტალებს ისინი არ ახმაურებენ. შეიძლება ზეწოლა მიდიოდა იმ კუთხით, რომ ჩვენ დაგტოვებთ სომხეთთან ერთი ერთზე, თქვენ დაელაპარაკეთ გაზზე და თქვენ მიყიდეთ სომხეთს გაზი,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შარაშენიძე კონტრაქტში საფრთხეს ნაკლებად ხედავს.

„ეს კონტრაქტი არის ერთი პატარა დეტალი, რომელიც სასიამოვნო ბუნებრივია არ არის, მაგრამ კატასტროფის მომტანი არ არის,“ - განაცხადა შარაშენიძემ.

დღის ამბები