27 თებერვალი 2017,   19:46
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"გირჩის" ოფისი სამართალდამცველებმა სირცხვილის დერეფნის გავლით დატოვეს

სამართალდამცველებმა გირჩის ოფისი სირცხვილის დერეფნის გავლით დატოვეს. პარტიაში მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ.

ჩხრეკა მუსიკალური თანხლებითაც მიმდინარეობდა. პოლიციის ჰიმნი ავტორმა - გოგა ხაჩიძემ ჩართო. პოლიტიკური ცენტრის წევრებმა სამართალდამცველებს წითელი ხალიჩებიც დაუგეს.

ექსპერტ კრიმინალისტებმა პარტიის ოფისში 31 დეკემბრის დაუმორჩილებლობის აქციაზე დათესილი 80 ძირი მარიხუანა დალუქეს. ნივთმტკიცებებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

დღის ამბები